შოლცმა დაადასტურა, რომ პუტინთან სასაუბროდ მზად არის

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზად არის უკრაინის საკითხთან დაკავშირებით კრემლის ლიდერ, ვლადიმერ პუტინს ესაუბროს. ამის შესახებ შოლცმა ბუნდესტაგში განაცხადა.

გერმანიის კანცლერი

რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას შოლცმა გაიხსენა უკრაინის თანხმობა მომავალ სამშვიდობო სამიტში რუსეთის მონაწილეობის შესახებ.

„როდესაც გვეკითხებიან, ვისაუბრებთ თუ არა რუსეთის პრეზიდენტთან, ჩვენ ვპასუხობთ – „დიახ,“ – აცხადებს შოლცი.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ იცავს მკაფიო პრინციპებს – არასოდეს მიიღონ გადაწყვეტილებები უკრაინის პოზიციის გათვალისწინებისა და უახლოეს პარტნიორებთან კონსულტაციის გარეშე.

შოლცმა ასევე თქვა, რომ უამრავი რუსი ჯარისკაცი ყოველდღიურად ხდება „რუსეთის პრეზიდენტის იმპერიალისტური სიგიჟის მსხვერპლი“.

„ისინი {რუსი ჯარისკაცები} ასევე არიან მისი პოლიტიკის მსხვერპლნი“, – აცხადებს შოლცი.