ნიდერლანდებმა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე F-16-ებით იერიშის ნებართვა მისცა

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია F-16 გამანადგურებლების გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე იერიშის მისატანად.

მისი თქმით, ამ ტექნიკას გამოყენების ფართო სპექტრი აქვს.

ბრეკელმანსმა ბრიუსელში ნატოს თავდაცვის ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე თქვა, რომ F-16 გამანადგურებლების პირველი პარტია უკვე უკრაინის საჰაერო სივრცეშია.

მან აღნიშნა, რომ ტექნიკის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმისთვის საერთაშორისო კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება.

თავდაცვის მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ F-16 საბრძოლო თვითმფრინავების გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა მისიების შესასრულებლად.

„ათი დღის წინ ვიყავი ხარკოვსა და კიევში და მდგომარეობა, როგორც ფრონტის ხაზზე, ისევე დიდ ქალაქებში,  ძალიან საგანგაშოა. . ამიტომ ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა. რუსული საფრთხე იზრდება, არა მხოლოდ მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაშიც“, – აღნიშნა ბრეკელმანსმა.