რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა

რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა.

საბაგირო გზის რეაბილიტაცია 2021 წელს დაიწყო.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ საბაგირო გზის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, ეს არის წრიული, ერთბაგირიანი, გონდოლური საბაგირო გზა, რომელშიც შედის ქვედა და ზედა სადგურები და სადგურებს შორის არსებული ხუთი საყრდენი ანძა.

პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა რუსთაველზე მდებარე ქვედა სადგურის ინტერიერი. ასევე, აშენდა ზედა ამძრავი სადგური და მოეწყო ხუთი საყრდენი ნაგებობა. მგზავრებს 21 ერთეული 8-კაციანი გონდოლა მოემსახურება და მანძილს 4 წუთში დაფარავს. საბაგირო გზა ერთი მიმართულებით საათში 1200 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს.