აიათოლა ალი ხამენეი: „ჰამასი“ ცოცხალია და იგი ცოცხალი დარჩება სინვარის სიკვდილის შემდეგ

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ „ჰამასი“ ცოცხალია და იგი ცოცხალი დარჩება.

ირანის უზენაესი ლიდერი

„მისი სიკვდილი, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობის ფრონტისთვის მტკივნეულია, მაგრამ ეს სინვარის მოწამებრივი სიკვდილით არ დასრულდება. „ჰამასი“ ცოცხალია და იგი ცოცხალი დარჩება“, – განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.

ცნობისთვის, „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი ისრაელელმა სამხედროებმა 17 ოქტომბერს მოკლეს.