ბაიდენის განცხადებით, უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღით დარტყმაზე, კონსენსუსი არ არსებობს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ბერლინში სამ ევროპელ ლიდერთან მოლაპარაკების შემდეგ თქვა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში შორი მოქმედების დასავლური იარაღის გამოყენების ნებართვასთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ მომხდარა და არც კონსენსუსი არსებობს.

ჯო ბაიდენი

ჟურნალისტის კითხვაზე არსებობს თუ არა ალბათობა იმისა, რომ ბაიდენის პოზიცია შეიცვალოს, თეთრი სახლის ლიდერმა თქვა, რომ „ამჟამად შორი მანძილის იარაღზე კონსენსუსი არ არსებობს.“

„საგარეო პოლიტიკაში არასდროს ამბობენ ,მე არასდროს გადავიფიქრებ. ამჟამად შორი მანძილის იარაღზე კონსენსუსი არ არსებობს“, – აცხადებს ჯო ბაიდენი.