პუტინი: ნატო უკრაინელი ჯარისკაცების ხელით გვებრძვის

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა BRICS-ის ქვეყნების მედიის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ნატოს წევრები უკრაინელებს არ სწყალობენ.

ვლადიმერ პუტინი

პუტინის თქმით, რუსეთს უკრაინაში მშვიდობის დამყარება სურს, მათ შორის იმიტომ, რომ თავის ჯარისკაცებზე ფიქრობს.

„მე უკვე ვთქვი, რომ ნატო უკრაინელი ჯარისკაცების ხელით გვებრძვის, უკრაინელი ჯარისკაცები კი ნატოს ტექნიკით. ჩვენ თავად მარტო ვიბრძვით და ვაკეთებთ ყველაფერს. განსხვავება რეალურად კოლოსალურია. ნატო არ წუხს უკრაინელებზე, ისინი ემსახურებიან შეერთებული შტატების ინტერესებს. ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს ჯარისკაცებზე, ჩვენს ტექნიკაზე“, – აცხადებს პუტინი.