მოლდაველთა უმრავლესობა საკუთარი ქვეყნის ევროკავშირში წევრობის წინააღმდეგია!

დოყლაპია ქართველების გასაგონად: მოლდავეთის რეფერენდუმზე, ევროკავშირში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით, ოქმების 90 პროცენტის დათვლის შემდეგ, ვლინდება, რომ მოლდაველთა 53,4% ევროკავშირში მოლდავეთის გაწევრიანების წინააღმდეგია.

შესაბამისად, ევროკავშირში მოლდავეთის წევრობას მხარი დაუჭირა ამომრჩევლების 46,2%-მა.

რეფერენდუმი საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდა 20 ოქტომბერს. დასავლეთის მიერ დასმული სოროსისტი პრეზიდენტი მაია სანდუ ლიდერობს, თუმცა 50%-იან ზღვარს ვერ მიუახლოვდა და არჩევნების მეორე ტური იქნება საჭირო. სანდუს კონკურენციას გაუწევს ყოფილი გენ.პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო. არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება.

რეფერენდუმის ჩავარდნას პრეზიდენტი სანდუ რუსეთს აბრალებს, თითქოს რუსეთის “ჩარევამ” გამოიწვია მოლდაველთა აზრის ცვლილება. არადა, ყველაფერი უფრო მარტივადაა – მოლდაველ ხალხს არ სურს სუვერენიტეტის დაკარგვა და გაურკვეველ ბიუროკრატიულ მარწუხებში თავის გაყოფა. ევროპას ისინი სხვანაირად იყენებენ და არც რუსეთთან ურთიერთობაზე ამბობენ უარს.