მოლდოვაში რეფერენდუმზე 50%-ს მიუახლოვდა ევროკავშირის მომხრეთა რაოდენობა – მედია

მოლდოვაში რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, 50%-ს მიუახლოვდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებმაც ხმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სასარგებლოდ მისცეს.

არჩევნები და რეფერენდუმი

მოქალაქეებმა უპასუხეს კითხვას – „უჭერთ თუ არა მხარს კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?“. ამომრჩეველს პასუხის ორი ვარიანტი აქვს – „დიახ“ და „არა“.

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ხმების 97.75%-ის დათვლის შემდეგ, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას ხმას 49,9% ადამიანი უჭერს. 

რეფერენდუმის გარდა, ქვეყანაში 20 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა.

წინასაარჩევნო კვლევების მიხედვით, არჩევნების პირველ ტურში ხმების საჭირო უმრავლესობის მოგროვებას ვერცერთი საპრეზიდენტო კანდიდატი ვერ შეძლებს და ნოემბერში მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო.