ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მოსული უხვი ნალექის გამო, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მოსული უხვი ნალექის გამო, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი ტექნიკები.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დაბის ცენტრებში მისასვლელი გზები გაწმენდილია და ნებისმიერი სახის ტრანსპორტი გადაადგილდება. ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმავალი გზების დიდი ნაწილი გაწმენდილია, ნაწილი კი იწმინდება.

შიდა სასოფლო გზებზე უხვი ნალექის გამო, დამტვრეულია გზის პირას არსებული ხეები და მიმდინარეობს ხეებისაგან წმენდის სამუშაოები.

პარალელურად, საავტომობილო გზები თოვლის საფარისგან იწმინდება.