ზელენსკი: ჩვენ ახლა ნატოსთან უნდა ვივაჭროთ, ვერ ვხვდები სად არის სამართლიანობა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბირთვულ იარაღზე უარის თქმის შესახებ უკრაინის გადაწყვეტილება გაიხსენა. მან უკმაყოფილება გამოთქვა უსაფრთხოების ადეკვატური გარანტიების არარსებობის გამო. აღნიშნულის შესახებ რუსული მედია წერს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინამ მრავალი წლის წინ დათმო მთელი თავისი ბირთვული არსენალი, ნატოში გაწევრიანების იმედით.

„ჩვენ ერთ დროს დავთმეთ ჩვენი ბირთვული იარაღი. ეს იყო მრავალი წლის წინ. ჩვენ უნდა ვივაჭროთ ახლა ნატოსთან. ეს ჩემი აზრია. მე ეს გავუზიარე ბაიდენს და ტრამპს. ამიტომ ვთქვი, რომ ვერ ვხვდები, სად არის სამართლიანობა“, – განაცხადა ზელენსკიმ აშშ-ს თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან მოლაპარაკების შემდეგ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ დათმო იარაღი, მაგრამ არ მიუღია დაპირებული უსაფრთხოება.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ უკრაინა არ ითხოვს ბირთვული იარაღის დაბრუნებას, მაგრამ სჭირდება ნატოში გაწევრიანება, რათა შეძლოს თავის დაცვა რუსული აგრესიისგან.

„დავთმეთ არსენალი და სანაცვლოდ სრულმასშტაბიანი ომი და ბევრი მსხვერპლი მივიღეთ“, – აცხადებს ზელენსკი.