ენტონი ბლინკენი ისრაელში ვიზიტისას ბენიამინ ნეთანიაჰუს 2 საათზე მეტხანს ესაუბრა – CNN

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, რომელიც ამჟამად ისრაელში იმყოფება, ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ბლინკენი ნეთანიაჰუ

როგორ მედიასაშუალება აღნიშნავს, ბლინკენი ნეთანიაჰუს 2 საათზე მეტხანს ესაუბრა.

სახელმწიფო მდივანთან ერთად მყოფი ჟურნალისტების თქმით, აშშ-ის უმაღლესი დიპლომატი ახლა ნეთანიაჰუს მთავარ მოკავშირეს რონ დერმერს ხვდება.

აღსანიშნავია, რომ ღაზას სექტორში ომის დაწყების შემდეგ ეს ბლინკენის მე-11 ვიზიტია ისრაელში.