გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში ყაზანში, BRICS-ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
სამიტს, რომელიც 22-24 ოქტომბერს გაიმართება, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნერენდრა მოდი, ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ას-სისი, ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი სირილ რაფამოსი ესწრებიან.
მთლიანად „გაფართოებულ სამიტში“ 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.
სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვეს სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა და ბრაზილიის პრეზიდენტმა ლულე და სილვამ. ბრაზილიის ლიდერის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექიმები მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შორ მანძილზე წასვლას არ ურჩევენ.