ივანაშვილმა აშშ-ის ელჩს არჩევნების შემდგომ შეხვედრა სთხოვა: “ჩემგან პრობლემა აღარ არის და მე მზად ვარ შესახვედრად”

გავიხსენოთ ეპიზოდი ბიძინა ივანიშვილის (ივანაშვილის) ინტერვიუდან, რომელიც მან თავის მიერვე კონტროლირებად ტელეკომპანია “იმედს” მისცა ორიოდე დღის წინ. ეს გახსენებები “41”-ის გამფერადებელ ზომბირებულ მასას ვერაფერს უშველის, მაგრამ მაინც:

ციტატა: „ამერიკა სულ იყო პრიორიტეტული ჩვენთვის, ჩვენი გუნდის ყოფილი წევრები, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან, კარგად გაიხსენებენ ჩემს დამოკიდებულებას. იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ, ომის დასრულების პარალელურად, აუცილებლად მოვახერხებთ, უაღრესად რთული და არასასურველი დამოკიდებულებები შევცვალოთ უფრო პოზიტიურად. ჩვენ არ გვქონია ომამდე პრობლემები. ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ომი რამდენიმე თვეში, შეიძლება, ამ წლის ბოლოსაც დასრულდეს. როდესაც სინგაპურში სასამართლო მოვიგეთ და ამის აღსრულებას ხელი ვეღარ შეუშალა „კრედიტ სუისმა“, მე მყისიერად, წინა კვირაში უკვე დავურეკე ამერიკის ელჩს, გვქონდა კომუნიკაცია და ვთხოვე შეხვედრა. ვთქვი, რომ ის მიზეზები, რაც იყო რეალურად, თავისით გადაწყდა, შესაბამისად, ჩემგან პრობლემა აღარ არის და მე მზად ვარ შესახვედრად. იქიდანაც რეაქცია იყო ძალიან ჯანსაღი, ამის სურვილი არსებობს და ჩვენ არჩევნების შემდგომ ვაპირებთ შეხვედრას, უკვე მოვილაპარაკეთ ამაზე“.