თურქეთის არმიამ დაარტყა ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) ობიექტებს ჩრდილოეთ ერაყსა და ჩრდილოეთ სირიაში. ოპერაცია 23 ოქტომბერს ანკარაში აეროკოსმოსური კომპანიის TUSAŞ-ის ოფისზე თავდასხმის შემდეგ განხორციელდა, – იუწყება თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ასეთი საჰაერო ოპერაციები „ტერორისტული სამიზნეების წინააღმდეგ ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში“ განხორციელდა „ჩვენს ხალხზე და უსაფრთხოების ძალებზე ტერორისტული თავდასხმების აღმოსაფხვრელად PKK/KCK-ის და სხვა ტერორისტული ელემენტების გასანეიტრალებლად“.
თურქული მხარის ინფორმაციით, დარტყმების შედეგად სულ 32 ტერორისტული სამიზნე წარმატებით განადგურდა.
მათი ცნობით, ყველა ზომა მიიღეს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად.