აშშ უკრაინას კრედიტის სახით 20 მილიარდ დოლარს მისცემს, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული პროცენტების დაიფარება – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ შტატები უკრაინას 20 მილიარდ დოლარის ოდენობის კრედიტს გამოუყოფს.

ჯო ბაიდენი

ბაიდენის თქმით, სესხი გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული პროცენტების საშუალებით დაიფარება.

„სხვა სიტყვებით, უკრაინას შეეძლება, დახმარება, რომელიც მას ახლა სჭირდება, მიიღოს გადასახადების გადამხდელებზე ტვირთის დაკისრების გარეშე. ეს კრედიტები დაეხმარება უკრაინელ ხალხს, რომელიც იცავს და აღადგენს საკუთარ ქვეყანას. ჩვენი ძალისხმევა ცხადყოფს, რომ ტირანები პასუხს აგებენ იმ ზიანისთვის, რაც მათ აყენებენ“, – ნათქვამია თეთრის სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა უკრაინას 35 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტი დაუმტკიცა.