ამერიკელმა სენატორმა ბენ კარდინმა საქართველოს პარლამენტის მიერ „ოჯახური ღირებულებების“ კანონის მიღება დაგმო

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ბენ კარდინმა, განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის მიერ „ოჯახური ღირებულებების“ კანონის მიღება დაგმო.

ბენ კარდინი

სენატორის შეფასებით, კანონი წარმოადგენს თავდასხმას შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებაზე.

„რუსეთის შთაგონებით მიღებული ეს კანონი, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო, კიდევ ერთი შემაშფოთებელი ნაბიჯია ადამიანის უფლებებისადმი საქართველოს ერთგულებისა და ევროატლანტიკურ დემოკრატიულ ღირებულებებთან მისადაგებაში. ე.წ. „ოჯახური ღირებულებების“ კანონი წარმოადგენს თავდასხმას შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებაზე.

შეერთებული შტატები გააგრძელებს მთავრობის მიერ დარბევის მონიტორინგის და პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ. საქართველოს ხალხი – თავისი ამაყი ისტორიით და თავისუფლების ღრმა სურვილით, იმსახურებს იმავე უფლებებს, რაც ამერიკაში გვაქვს და ჩვენი ქვეყანა მათ გვერდით დგას მომავლისკენ, რომელიც ყველასთვის დემოკრატიულ ღირებულებებსა და უფლებებს მოიცავს“, – აღნიშნულია სენატორის განცხადებაში.