ვლადიმირ პუტინი BRICS-ის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე:
–დაახლოებით ორი ათასი უკრაინელი სამხედრო, რომლებმაც კურსკის ოლქზე თავდასხმა განახორციელეს, ალყაში არიან, მიმდინარეობს მათი ლიკვიდაცია.
– პუტინმა კომენტარი გააკეთა სამხრეთ კორეის განცხადებაზე, რომელიც, სეულის განცხადებით, სატელიტური სურათების საშუალებით აჩვენებს ჩრდილოკორეელი სამხედროების ყოფნას რუსეთში: „სურათები სერიოზული რამეა, და თუ არსებობს, ესე იგი, რაღაცას ასახავს. რა და როგორ უნდა გავაკეთოთ, ეს ჩვენი საქმეა“. რუსეთს არასოდეს შეჰპარვია ეჭვი, რომ ჩრდილოეთ კორეა სერიოზულად ეკიდება ერთობლივი თავდაცვის ხელშეკრულების განხორციელებას. მაგრამ ხელშეკრულება მხოლოდ დღეს არის რატიფიცირებული, საჭიროა მოლაპარაკებები, და რას გააკეთებენ ზუსტად რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა, „ეს ჩვენი საქმეა“.
– „ბრიქსის ყველა ქვეყანა მიზნად ისახავს, რომ უკრაინაში კონფლიქტი რაც შეიძლება მალე და მშვიდობიანად დასრულდეს“. რუსეთი მზად არის განიხილოს ნებისმიერი ვარიანტი უკრაინასთან მშვიდობიან შეთანხმებაზე, არსებული რეალობიდან გამომდინარე. კიევი წინააღმდეგია, „რადგან მოუწევდა საომარი მდგომარეობის გაუქმება და არჩევნების ჩატარება“.
– პუტინმა უპასუხა BBC-ის ჟურნალისტის კითხვას, თუ რამდენად სამართლიანი იყო გადაწყვეტილება საბრძოლო მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით: „სამართლიანია, უსაფრთხოების თვალსაზრისით წლების განმავლობაში გვატყუებდე? სამართლიანია, რომ მოგვიახლოვდე და იმავე უკრაინაშისამხედრო ბაზები ააშენო? სამართლიანია სხვა ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო და დააფინანსო?“ – იკითხა პუტინმა.
– რუსეთს არასდროს უთქვამს უარი დასავლელ პარტნიორებთან კონტაქტებზე.
– „ერთ დროს გვადანაშაულებდნენ ჩვენ და თავად დონალდ ტრამპს, რომ ის რუსეთთან იყო დაკავშირებული. შემდეგ, აშშ-ში ჩატარებული გამოძიების შედეგად, ყველამ აღიარა, რომ ეს სრული სისულელეა“. როგორ აეწყობა რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები არჩევნების შემდეგ, ეს თვით აშშ-ზეა დამოკიდებული. პუტინის თქმით, რუსეთს მუქარის ენით საუბარი უაზრობაა, „ეს მხოლოდ ააქტიურებს მას“.
– რუსეთი არ არის დაინტერესებული ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავებით, სტრატეგიულად ის ვერაფერს მოიგებს.