საერთაშორისო დამკვირვებელი ოლესია ვართანიანი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის წარმომადგენლები თავს მედიის თანამშრომლებად ასაღებენ.
„ორ უბანზე შევნიშნე ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი წარმოადგენენ მედიასაშუალებას. როგორც ჩანს, ტენდენციაა, როდესაც პოლიტიკური წარმომადგენლები რეგისტრირდებიან, როგორც მედია, რათა აკონტროლონ ხმის მიცემის პროცესი“, – დაწერა მან.