სტოკჰოლმში, საქართველოს საელჩოს შენობაზე მომხდარ ვანდალურ ფაქტზე შვედეთის პოლიციამ საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა და მას გაფრთხილება მისცა

სტოკჰოლმში, საქართველოს საელჩოს შენობაზე საქართველოს მოქალაქემ საელჩოს კედელზე საღებავით წარწერები გააკეთა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო ნომერი გადახაზა.

პოლიცია კიოლნის ცენტრში

აღნიშნულ ფაქტზე შვედეთის პოლიციამ საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა და მას გაფრთხილება მისცა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩოს შენობებზე მსგავს ვანდალურ ფაქტებს მსოფლიოს მასშტაბით სხვა ქვეყნებშიც ჰქონდა ადგილი.