ისრაელის სიონისტური რეჟიმის დარტყმის მოგერიებას ჩვენი ორი მებრძოლი შეეწირა – ირანის არმია

ირანის არმიაში აცხადებენ, რომ ისრაელის თავდასხმის შედეგად მათი ორი ჯარისკაცი დაიღუპა.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის არმიამ ირანის უსაფრთხოების, ხალხისა და ირანის ინტერესების დაცვისას კრიმინალური სიონისტური რეჟიმის დარტყმის მოგერიებას ორი მებრძოლი შესწირა“, – ნათქვამია ირანის არმიის განცხადებაში.

ცნობისთვის, ისრაელმა 26 ოქტომბერს ირანის სამხედრო სამიზნეებზე დარტყმები განახორციელა. თეირანში განაცხადეს, რომ ისრაელის იერიშს „შეზღუდული ზიანი“ მოჰყვა.