ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თეირანს აქვს უფლება და ვალდებულება, დაიცვას თავი მას შემდეგ, რაც ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელა.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ისრაელის თავდასხმას და მას საერთაშორისო სამართლის „აშკარა დარღვევად“ აფასებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გაეროს ქარტიის მიხედვით, „ირანის ისლამური რესპუბლიკა მიიჩნევს, რომ მას აქვს უფლება და ვალდებულება, დაიცვას თავი უცხო ქვეყნების აგრესიული ქმედებებისგან“.
ცნობისთვის, ისრაელმა 26 ოქტომბერს ირანის სამხედრო სამიზნეებზე დარტყმები განახორციელა. თეირანში განაცხადეს, რომ ისრაელის იერიშს „შეზღუდული ზიანი“ მოჰყვა.