ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში 43 ადამიანი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ ორგანიზაციამ გიულენისტურ ტერორისტულ ორგანიზაციასთან (FETÖ) კავშირის ბრალდებით, 43 ეჭვმიტანილი დააკავა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

 

ჟანდარმერიის სარდლობის ოფიცრებმა და პოლიციელებმა ეჭვმიტანილები ერთობლივი ოპერაციების დროს, სტამბოლის მთავარი პროკურატურის მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე დააკავეს.

დაკავებულთა შორის, სამოქალაქო პირებთან ერთად, მოქმედი სამხედროებიც არიან.

თურქეთის ხელისუფლება ფეთჰულა გიულენს 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს. დაპირისპირებას მაშინ 251 ადამიანი ემსხვერპლა, 2 200-მდე კი, დაშავდა. თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, სახელმწიფო წესრიგის დამხობის მიზნით, გიულენის ორგანიზაცია გრძელვადიან კამპანიას აწარმოებდა. თავად გიულენი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს. ის ამ დრომდე აშშ-ში ცხოვრობს.

“იმედი”