„საქართველო ჩემთვის არის ჩემი მშობელი დედა, ქართულ სახელმწიფოს კი ჩემს შვილად მივიჩნევ“ – მიხეილ სააკაშვილი

„ჩემი ამოცანაა, საქართველოს დაყენება განვითარების რელსებზე. თუ ქართველი ხალხი გადაწყვეტს, რომ მათ სჭირდება სხვა პრემიერი, შეუძლიათ, გადაწყვიტონ, კალთებს არავის ჩამოვახევ ამისთვის. საქართველო ჩემთვის არის ჩემი მშობელი დედა, ქართულ სახელმწიფოს  ჩემს შვილად მივიჩნევ, ისევე, როგორც ჩემი გუნდის ერთობლივი ქმედებების შედეგს”, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში, გადაცემაში “გიორგი თარგამაძის ფორმულა”.

 

7 სექტემბერს, „ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ძალა ერთობაშიამ”, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინეს.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ბოლოს ფეისბუქგვერდზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, – ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადა, განაცხადა, რომ ბრუნდება.

“თვალსაზრისი”