ბაიდენი: უკრაინამ უნდა დაარტყას ჩრდილოეთ კორეის ჯარებს, თუ ისინი საზღვარს გადაკვეთენ

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, უკრაინულმა ძალებმა უნდა დაარტყან ჩრდილოეთ კორეის ჯარებს, თუ ისინი უკრაინის საზღვარს გადაკვეთენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ჯო ბაიდენი

რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეის ჯარების ყოფნის შესახებ საუბრისას ბაიდენმა აღნიშნა: „შეშფოთებული ვარ ამით“.

კითხვაზე, უნდა დაარტყას თუ არა უკრაინამ ჩრდილოეთ კორეის ჯარებს, მან უპასუხა: „თუ ისინი გადაკვეთენ უკრაინის საზღვარს, მაშინ, დიახ“.

ცნობისთვის, აშშ-ის უახლესი შეფასებით, ჩრდილოეთ კორეამ დაახლოებით 10 000 ჯარისკაცი გაგზავნა რუსეთში წვრთნებისთვის და უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის.