ესპანეთში წყალდიდობას, სულ მცირე, 95 ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 95 ადამიანი. აღნიშნულ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. აქედან 92 ადამიანი სტიქიას ვალენსიაში ემსხვერპლა.

მედიასაშუალების ცნობით, ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

დატბორილია საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ვალენსიის აეროპორტში.

კასტელიონში, ვალენსიასა და ალიკანტეში მოსახლეობისთვის გამოცხადებულია როგორც ყვითელი, ასევე წითელი განგაშის დონე.

ესპანეთის მთავრობაში შიშობენ, რომ კიდევ გაიზრდება დაღუპულთა რიცხვი.