ოხლოკრატია! ( ბრბოს ძალაუფლება ) ანუ, რა ქვია იმას რაც ხდება დღეს საქართველოში!!!
ჯერ სიტყვის განმარტება: ( ბერძნული წარმომავლობის სიტყვაა; ნიშნავს გაუნათლებელ მდაბიოთა, ბრბოს მმართველობას. ფიქრობენ, რომ ეს ტერმინი პირველად ბერძენი ისტორიკოსის, პოლიბიოსის (ძვ. წ. 200-12) მიერ უნდა ყოფილიფო გამოყენებული )
ოხლოკრატია დემოკრატიის გადაგვარებული ფორმაა, რომელიც ბრბოს ცვალებად ახირებებს ეფუძნება … ეს ბრბო მუდმივად ექცევა დემაგოგების ზემოქმედების ქვეშ. ოხლოკრატია დამახასიათებელია გარდამავალი და კრიზისული პერიოდებისათვის
გეცნოთ ალბათ სურათი?! ხო, ზუსტი აღწერა რასაც წლებია უკვე ვხედავთ?!
აი, ზუსტად ეს ხდება 2003 წლის ვარდების რევოლუციიდან!!!
21 წელია ეს ბრბო, ღმერთის და სამშობლოს წინააღმდეგ აჯანყებული ბრბო მართავს ქვეყანას!!!
2012 წელს შევცვალეთ ხელისუფლება მაგრამ ამ ბრბოს მმართველობა ვერ დავასრულეთ, ესენი მართავენ და აზიან თავზე ხალხსაც და ხელისუფლებასაც
არ შეიძლება ღირსეული ერი ამას ითმენდეს!!!
არ შეიძლება ტელევიზორთან იჯდე და პირდაღებული ელოდე როდის დაგიძახებს ხელისუფლება 1 საათიან “მშვიდობიან” მიტინგზე და მერე როდის დაიშლები “მშვიდობიანად” და მხიარულად, იმის იმედით რომ აი ახლა, უკვე მალე დაასრულებს ამას!!!!
ვერ ხედავთ რომ ვერ დაასრულა!? 21 წელი გავიდა უკვე!!! გესმით !? 2 1 წელი!!! თქვენ მომავალი მოგპარეს!!!
ესენი გამდიდრდნენ, ფულში იხრჩობიან სანამ ხალხი პირდაღებული ელოდება ამათ წყალობას!!!
ახალგაზრდები სწავლის ფულს ვერ იხდიან და ოჯახებს ვერ ქმნიან!!!
ასე გაგრძელება არ შეიძლება!!!! ეს უნდა დავასრულოთ!!!
ჩვენ უნდა დავასრულოთ და უნდა დავასრულოთ ახლა, აი პირდაპირ ახლა!!!
ახალი პარლამენტის პირველი სხდომის დღე არის მნიშვნელოვანი თარიღი, დროც გვაქვს ორგანიზებისთვის და უნდა შეივიკრიბოთ! მთელი ერი უნდა გამოვიდეს! ქუდზე კაცი!!! ” – წერს ჯონდი ბაღათურია.