პოლონეთ-რუსეთის და პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე პოლონეთის ხელისუფლება, დამცავი ნაგებობების მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა X-ში დაწერა. ინფორმაციას Nexta Live ავრცელებს.
„აღმოსავლეთის ფარის“ მშენებლობა დაწყებულია. უკვე მიდის სამუშაოები რუსეთის საზღვარზე“ – დაწერა ტურკმა.
პროექტი „აღმოსავლეთის ფარი“ რუსეთთან და ბელარუსთან პოლონეთის საზღვრის გამაგრებაზეა მიმართული. იქ გაჩნდება თვალთვალის თანამედროვე სისტემები, ასევე აშენდება ახალი გზა და ხიდები. პოლონეთი პროექტზე მომდევნო 4 წლის განმავლობაში 2,5 მლრდ დოლარს დახარჯავს.
პოლონეთის ეს გეგმა ბალტიის ქვეყნებთან, დიდ ბრიტანეთთან და აშშ-სთან კოორდინაციაში ხორციელდება. პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ ის „რკინის ფარდას“ შეადარა.
პოლონეთი რუსეთის კალინინგრადის მხარეს და ბელარუსს ესაზღვრება. თავის მხრივ, კალინინგრადის მხარე რუსეთის დანარჩენ ტერიტორიას არ ესაზღვრება და იქ ჩასვლა საჰაერო, საზღვაო გზით ან ლიეტუვის გავლით არის შესაძლებელი.