ესპანეთში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 205-მდე გაიზარდა

ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 205-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. არსებული ცნობით, სამაშველო სამუშაოებში დამატებით 500 ჯარისკაცი ჩაერთო.

სამაშველო სამუშაოები

როგორც ესპანეთის მეტეოროლოგიური სააგენტო Aemet აცხადებს, ოთხ რეგიონში, მათ შორის ვალენსიაში შენარჩუნებულია წვიმისა და შტორმის რისკი.

ორი დღის წინ, ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები ადიდებული მდინარის წყლითა და ტალახით გაივსო, რასაც დამანგრეველი შედეგები მოჰყვა. სტიქიის შედეგად დაზიანდა ასობით სახლი, ავტომობილი და რეგიონში არსებული კომუნიკაციები.

ეს, ესპანეთის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელი წყალდიდობაა.