ისრაელმა „ჰამასის“ კიდევ ერთი მაღალჩინოსანი მოკლა

ისრაელის არმიამ პალესტინური დაჯგუფების, „ჰამასის“ კიდევ ერთი მაღალჩინოსანი მოკლა. ეს დაჯგუფების პოლიტბიუროს წევრი იზა ალ-დინა კასაბია. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

კასაბი და მისი თანაშემწე ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე რაიონში, ჰან-იუნისში, ავიაიერიშს ემსხვერპლნენ. კასაბი ღაზას სექტორში „ჰამასის“ და სხვა დაჯგუფებების სტრატეგიულ და სამხედრო ურთიერთობებზე იყო პასუხისმგებელი.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, კასაბი იყო „ჰამასის“ პოლიტბიუროს „ერთ-ერთი ბოლო წევრი, რომელიც ღაზას სექტორში ცოცხალი იყო“.