ლონდონში ათასობით ადამიანი კანალიზაციით დაბინძურებული წყლის გაწმენდის მოთხოვნით ქუჩებში გამოვიდა – AP

დიდ ბრიტანეთში, ლონდონში ათასობით ადამიანმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყო და დაბინძურებული წყლის გაწმენდა მოითხოვა. ამის შესახებ სააგენტო AP იტყობინება.

აქცია ლონდონში

ორგანიზატორების ვარაუდით, საპროტესტო მსვლელობაში 15 000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ბევრი მათგანი ლურჯებში იყო გამოწყობილი და ლურჯ დროშებს აფრიალებდა.

როგორც უცხოური მედია წერს, წყლის დაბინძურება დიდ ბრიტანეთში სულ უფრო აქტუალური საკითხი გახდა, რაც ყურადღებას ამახვილებს კლიმატის ცვლილებაზე და ათწლეულების წინ ბრიტანეთის კომპანიების პრივატიზაციის მემკვიდრეობაზე.

კერძო წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურე კომპანიებმა ვერ განაახლეს თავიანთი ხშირად მოძველებული ინფრასტრუქტურა, მაშინ როცა მოსახლეობაც და მოთხოვნაც გაიზარდა.

2024 წლის ოლიმპიური ოქროს მედალოსანმა, ნიჩბოსანმა იმოგენ გრანტმა თქვა, რომ უკვე „ჩვეულებრივი“ ამბავია ნიჩბოსნები მდინარე ტემზაზე ვარჯიშის შემდეგ ავადდებიან.

„ყოველ დღე დიდ დროს ვატარებ მდინარეზე და ვარჯიშის დროს ვხედავ პლასტმასის ჩანთებს, ნაგავს… ეს რა არის ნორმალური, ეს უნდა შეიცვალოს“, – ამბობს ნიჩბოსანი.

გაერთიანებულ სამეფოში ბოლო წლებში არაერთი მსგავსი გარემოსდაცვითი აქცია გაიმართა.