ირანი ისრაელზე მასშტაბურ შეტევას გეგმავს – The Wall Street Journal

ირანი ისრაელზე მასშტაბურ და კომპლექსურ შეტევას გეგმავს. მასში რაკეტების და დრონების, ასევე რეგულარული ჯარის მონაწილეობა იგეგმება. ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal ირანისა და არაბული ქვეყნების მაღალჩინოსნებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის ჯარი

ირანული წყაროს ცნობით, ისრაელზე ირანის შეტევა აშშ-ში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს, მაგრამ მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე. წყაროების ცნობით, ირანს შეტევების განხოერიელნა სხვა მიმართულებების გარდა, ერაყის ტერიტორიის გავლით შეუძლია.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ირანი გააფრთხილა, რომ ისრაელზე ახალი შეტევის შემთხვევაში ის ისრაელის საპასუხო შეტევას ვეღარ შეაჩერებს. ირანის ბოლო შეტევის შემდეგ ისრაელმა ირანი დაბომბა, მაგრამ ირანის ბირთვული და ენერგეტიკული ობიექტები ისრაელს არ გაუნადგურებია. მან ძირითადი დარტყმა დრონების და რაკეტების ქარხნებზე განახორციელა.