ესპანეთის მეფე ფილიპე VI-ს და დედოფალ ლეტიციას, რომლებიც სტიქიით დაზარალებულ ვალენსიის რეგიონში ჩავიდნენ, გაბრაზებულმა მოსახლეობამ ტალახი და სხვადასხვა ნივთი დაუშინა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამეფო დელეგაციის მისამართით ხალხი სკანდირებდა სიტყვებს: „მკვლელი“ და „სირცხვილი“.
ამის შემდეგ, მეფემ და დედოფალმა დაცვის საშუალებით ტერიტორია დატოვეს.
შეგახსენებთ, ესპანეთში ძლიერ წყალდიდობას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით პირი კი დაკარგულად ითვლება.
მოსახლეობა ხელისუფლებას წინასწარი გაფრთხილების სისტემის არარსებობასა და არასათანადო რეაგირებაში ადანაშაულებს.