ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი მოლდოვაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოსგან განსხვავებით, მოლდოვაში არჩევნები თავისუფალი იყო.
„რა განსხვავებაა მოლდოვას მოლდოვასა და საქართველოს არჩევნებს შორის? მოლდოვაში არჩევნები თავისუფალი იყო, საქართველოში კი გაყალბებული და უსამართლო“, – წერს მიხელსონი X-ზე.
შეგახსენებთ, გუშინ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, რომელშიც, წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა.