რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დარწმუნებულია, რომ კურსკის რეგიონი უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან გათავისუფლდება – ამის შესახებ რუსული მედია წერს.
„როდესაც ტერიტორიას სრულად გავათავისუფლებთ მოწინააღმდეგისგან, თქვენთვის ბევრი საქმე იქნება“, – მიმართა პუტინმა სამხედრო-პატრიოტული ცენტრის აქტივისტებს კურსკის რეგიონიდან.
როგორც რუსული მედია წერს, ცენტრის სტუდენტმა, 16 წლის ილიამ პუტინს უთხრა, თუ როგორ უწევენ მოხალისეები სამედიცინო და ჰუმანიტარულ დახმარებას რეგიონის მაცხოვრებლებს.
„დიახ, ჩვენ გავათავისუფლებთ ამ ტერიტორიას“, – აღნიშნა პუტინმა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქიდან რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს.
7 აგვისტოსთვის უკრაინელები რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდნენ.