ლარი ისევ გაუფასურდა …

11 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.1140 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0989 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -1.51 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.6929 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6679 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.50 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4168 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.9931 ლარი
ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 12 სექტემბრიდან შევა ძალაში.

წყარო: ghn.ge