რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „კრემლის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს გამარჯვება ნაცნობების დახმარებით მიულოცა“.
როგორც რუსული მედია წერს, პესკოვმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია და თქვა, რომ პუტინს ტრამპისთვის არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცავს.
„არასანდო ინფორმაციაა“, – აღნიშნა პესკოვმა.