სამართალდამცველებმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს მამა თამაზ ხომასურიძე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.
პროკურატურა არასრულწლოვან ზ.ხ.-ს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
წყარო: cyc.ge