ირანის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ „სამყარო ელოდება“ დონალდ ტრამპის მომავალ მთავრობას, რომ შეაჩეროს ისრაელის ომები „ჰამასთან“ და „ჰეზბოლასთან“, და ასევე, დაგმო დაჯგუფების ლიდერების მკვლელობები.
„ამერიკული მთავრობა არის სიონისტური რეჟიმის (ისრაელის) ქმედებების მთავარი მხარდამჭერი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირანის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა მოჰამედ რეზა არეფმა.
როგორც მედია წერს, მსოფლიო ელოდება ამ ქვეყნის ახალი მთავრობის დაპირებას, რომ დაუყოვნებლივ შეაჩერებს ომს ღაზასა და ლიბანში უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ.
მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმებმა გამოიწვია ღაზაში ომი, ისრაელმა მოკლა ტერორისტების რამდენიმე ლიდერი, მათ შორის ჰამასის მეთაური იაჰია სინვარი და ჰასან ნასრალა, „ჰეზბოლას“ ლიდერი.
„მიზანმიმართული მკვლელობა სხვა არაფერია, თუ არა უკანონობა და ორგანიზებული ტერორიზმი“, – დასძინა ირანის ვიცე-პრეზიდენტმა.