ავიაკომპანია „აირზენას“ თვითმფრინავი Boeing 737, რომელიც თბილისიდან მილანში უნდა გაფრენილიყო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა.
მანამდე, საჰაერო ხომალდი საწვავის დასაცლელად დედაქალაქის თავზე დაფრინავდა.
როგორც Newshub.ge-ს „ჯორჯიან ეარვეისის“ პრესსამსახურში განუცხადეს, თვითმფრინავს კომუნიკაციის მცირე ტექნიკური ხარვეზი შეექმნა დისპეტჩერთან.
„თვითმფრინავი უკვე დაეშვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მას შემდეგ, რაც ხარვეზი გამოსწორდება, რეისი შესრულდება“, – აცხადებენ “ჯორჯიან ეარვეისში”.
რეისის შესრულების დრო ჯერჯერობით უცნობია.