სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა და 43 დაშავდა ჩინეთის ქალაქ ჩჟუჰაიში, სადაც ავტომობილი ადამიანებით სავსე სპორტულ მოედანზე შევარდა. ამის შესახებ ტელეკომპანია CBS იუწყება.
ტრაგიკული ინციდენტი ავიაშოუმდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. ის 62 წლის კაცი აღმოჩნდა.
ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ინციდენტში დამნაშავე პირი მკაცრად დაისაჯოს.
წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა მანქანა სტადიონზე შეკრებილ ადამიანებს შეგნებულად დააჯახა.