მოსამართლე ხუან მერჩანმა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი შეაჩერა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, საქმე ეხება პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდას.
მოსამართლე ხუან მერჩანმა ტრამპის ადვოკატებსა და პროკურატურას უთხრა, რომ საქმე 19 ნოემბრამდე შეჩერდა.
მანჰეტენის ოლქის პროკურორმა, ელვინ ბრაგის ოფისმა განაცხადა, რომ დათანხმდა დაცვის მოთხოვნას, შეაჩეროს საქმის წარმოება.
ამ დროისთვის პროკურორებმა მოსამართლეს უნდა მიაწოდონ ახალი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედებს ტრამპის პრეზიდენტად არჩევა შესაძლო სასჯელზე.
ამასთან, არჩეული პრეზიდენტის განაჩენის გამოტანის თარიღი – 26 ნოემბერი ჯერ არ შეცვლილა.
ინფორმაციისთვის, ტრამპის გამარჯვებისა და 2025 წლის იანვარში ინაუგურაციის გამო პროკურორებმა მოსამართლე, მერჩანს პროცესის შეჩერება სთხოვეს.