ირანის მთავრობის პრესსპიკერი: ტრამპს ვურჩევდით, საკუთარი წარსული პოლიტიკის წარუმატებლობა გაითვალისწინოს

ტრამპს ვურჩევდით, რომ საკუთარი წარსული პოლიტიკის წარუმატებლობა გაითვალისწინოს, – ამის შესახებ ირანის მთავრობის პრესსპიკერმა ფატიმე მოჰაჯერანმა განაცხადა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან პირდაპირი მოლაპარაკებები, ფატიმე მოჰაჯერანმა აღნიშნა: „ყველაფერს, რაც ქვეყნის ინტერესებსა და რევოლუციის ღირებულებებს უზრუნველყოფს, მთავრობა განახორციელებს“.

ტრამპმა მისი მმართველობის პერიოდში სანქციები დაუწესა ირანს, რამაც სერიოზულად იმოქმედა ირანის ეკონომიკაზე.

„ტრამპის მაქსიმალური ზეწოლის კამპანიამ მიზანს ვერ მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ იგი ხალხს ტვირთად დააწვა. მთავარი ქმედებები იქნება და არა სიტყვები, მაგრამ ტრამპს ვურჩევდით, რომ საკუთარი წარსული პოლიტიკის წარუმატებლობა გაითვალისწინოს“, – დასძინა ირანის მთავრობის პრესსპიკერმა.