პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა დარწმუნებულია, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთს უკრაინის განადგურების საშუალებას არ მისცემს, – ამის შესახებ მან ვარშავაში ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. წერს Suspilne.ც
პოლიტიკოსმა გაიხსენა, რომ შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უკრაინის მხარდაჭერაში, „უზარმაზარი თანხები, სამხედრო ტექნიკა და ფინანსური დახმარება“ გამოყო.
„ვერ წარმომიდგენია, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთს უკრაინის განადგურების უფლებას მისცემს“, – აღნიშნა დუდამ.
მისი თქმით, ამერიკის ლიდერთან შეხვედრისას ის უკრაინაზე საუბარს გეგმავს.