ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს, კონგრესს მიმართოს თხოვნით მომავალი წლისთვის უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ამჟამინდელი ადმინისტრაცია გეგმავს, კონგრესს გაუგზავნოს მოთხოვნა უკრაინისთვის 2025 ფისკალური წლისთვის ახალი დახმარების შესახებ. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, წერს Ukrinform-ი.

ჯო ბაიდენი

სალივანმა კომენტარი არ გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით შესთავაზებს ადმინისტრაცია კონგრესს დამატებით დაფინანსების მიღებას.

თუმცა, მან დასძინა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია საჭიროდ და ლოგიკურად მიიჩნევს უკრაინის მხარდასაჭერად დამატებითი რესურსების მოძიებას.

„მომდევნო ორი თვის განმავლობაში ადმინისტრაცია გაუგზავნის სიგნალს კონგრესს, რომ ჩვენ გვსურს, ვიხილოთ დამატებითი თანხები უკრაინისთვის 2025 წელს, რათა მან შეძლოს, მიაღწიოს საუკეთესო პოზიციას, რაც შეიძლება ძლიერ პოზიციას მოლაპარაკებისთვის“, – თქვა ბაიდენის მრჩეველმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის ამჟამინდელი მთავრობა აპირებს, გამოიყენოს ყველა დოლარი, რომელიც კონგრესმა უკრაინის დასახმარებლად უკვე გამოყო.