აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სენატორი მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარადგინა.
„დიდი პატივით ვაცხადებ, რომ სენატორი მარკო რუბიო დასახელდა სახელმწიფო მდივნის პოსტზე“, – ციტირებს ტრამპს ამერიკული მედია.
ტრამპმა აღნიშნა, რომ რუბიო იქნება „ნამდვილი მეგობარი, ჩვენი მოკავშირე და უშიშარი მეომარი, რომელიც არასოდეს წავა დათმობებზე ჩვენს ოპონენტებთან“.
რუბიო 2011 წლიდან არის სენატორი, მანამდე კი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო.