ტრამპის მომავალი მრჩეველი: ტრამპს უკრაინაში ომის დასრულება და არა მისი გაგრძელება სურს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომავალი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი აცხადებს, რომ რესპუბლიკელებს სურთ უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანონ.

კონგრესმენი მაიკ უოლცი

მისი თქმით, ტრამპს უკრაინაში ომის დასრულება და არა მისი გაგრძელება სურს.

„პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ მას სურს ორივე მხარის დასმა მოლაპარაკების მაგიდასთან. ის ორიენტირებულია ომის დასრულებაზე და არა გაგრძელებაზე“, – განაცხადა მან.

რესპუბლიკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსაფრთხოების პოლიტიკის ხედვა უკრაინასთან მიმართებით დამოკიდებულია ტრამპის გადაწყვეტილებაზე.

„ეს დამოკიდებულია არა ჩემზე, არამედ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე“, – დასძინა უოლცმა.