“ამას თუ პასუხი ჰქვია!!!…”- რამდენიმე დღიანი დუმილის შემდეგ, შვედეთის საელჩომ „ქრონიკის“ შეკითხვას უპასუხა

რამდენიმე დღიანი დუმილის შემდეგ, შვედეთის საელჩომ „ქრონიკის“ შეკითხვას უპასუხა.

„ქრონიკა“ დაინტერესდა იღებს თუ არა საელჩო პასუხისმგებლობას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე. ცნობილია, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობა ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი დონორია. შვედეთის საელჩოში აცხადებენ, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია.

„მადლობა, რომ დაუკავშირდით საელჩოს.

თქვენს შეკითხვასთან დაკავშირებით: პლურალისტური სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ჩათვლით წარმოადგენს შვედეთის გრძელვადიანი თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებას რეფორმების სფეროში, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოში დემოკრატიისა განვითარებასა და ადამიანის უფლებებს. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია“, – აღნიშნავს შვედეთის საელჩო.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადა და თქვა, რომ პრეზიდენტის მიწვევის გარეშე, პარლამენტს ლეგიტიმაცია ვერ ექნება.