“მნიშვნელობა აღარ აქვს ოცეულს წარმოგვიდგენენ, თუ ასეულს, ფაქტია ივანიშვილი არაფრის შეცვლას არ აპირებს” – დავით ჭიჭინაძე

პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე ოცნების სიას ეხმაურება.

იგი ამბობს, რომ მნიშვნელობა აღარ აქვს ოცეულს წარმოგვიდგენენ, თუ ასეულს, ფაქტია ივანიშვილი არაფრის შეცვლას არ აპირებს.

„ ბიძინა ივანიშვილმა გამოგვიცხადა, რომ უკვე ძალიან წარმატებულ და ბედნიერ ქვეყანაში ვცხოვრობთ . ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია. ამიტომ, მნიშვნელობა აღარ აქვს ოცეულს წარმოგვიდგენენ, თუ ასეულს, ფაქტია ივანიშვილი არაფრის შეცვლას არ აპირებს.

მისი ბოლო განცხადების შემდეგ კი, შთაბეჭდილება იგივე იყო, რაც ტიკ- ტოკის ნახვის შემდეგ – ის ამ ქვეყანაში არ იმყოფება!

ამას გარდა, უმთავრესი!

როდესაც ქვეყანაში სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება, ხდება ფორსმაჟორული და როდესაც კოვიდის ასეთი შემოტევა გვაქვს, მაინტერესებს როდის შეივსება კოვიდ 19-ის ფონდი, სადაც მილიონობით ლარი იყო მობილიზებული, რომელიც მთავრობამ, პარტია „ქართული ოცნების“ სახელით, სხვადასხვა სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად გამოიყენა და ახლა სრულიად გამოცარიელებულია?!“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

წყარო: cyc.ge