შემაჯამებელი ოქმის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა და პარლამენტში 89 მანდატი მიიღო

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.

ოქმის თანახმადვე, საარჩევნო ბარიერი 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, მათგან ყველაზე ბევრი 19 მანდატი კი პარტიამ – „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიიღო. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას“ 16 მანდატი აქვს, „ძლიერი საქართველოს“ 14; პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ 12.

საარჩევნო სუბიექტის შედეგები ასეთია: „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ – 3 892 ხმა, 0.19%’„კოალიცია ცვლილებისთვის“ – 229 161 ათასი ხმა, 11.03%, მანდატების რაოდენობა 19.„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ – 211 216 ხმა, 10.17%, მანდატების რაოდენობა 16;„ევროპელი დემოკრატები“ – 7955 ხმა, 0.38%; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 50 599 ხმა, 2.44%;„ძლიერი საქართველო- ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ – 182 922 ხმა, 8.81%, მანდატების რაოდენობა 14;„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 15 103 ხმა, 0.73%;„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ – 1845 ხმა, 0.09%;„შეცვალე საქართველო“ – 12 528 ხმა, 0.60%; „საქართველო“ – 2780 ხმა, 0.13%;„თავისუფალი საქართველო“ – 4 145 ხმა, 0.20%;„ტრიბუნა“ – 2 483 ხმა, 0.12%;„ჩვენ“ – 2593 ხმა, 0.12%;„გახარია საქართველოსთვის“ – 161 521 ხმა, 7.78%, მანდატების რაოდენობა 12.„მემარცხენე ალიანსი“ – 1260 ხმა, 0.06%;„ქართველ ერთობა“ – 4500 ხმა, 0.22%;„გირჩი“- 62 223 ხმა, 3%;„ქართული ოცნება“ – 1 120 053; 53.93%, მანდატების რაოდენობა 89.