საერთაშორისო რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვა 1-ელ ნოემბრამდე იმოქმედებს

საერთაშორისო რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვა 31 ოქტომბრის ჩათვლით გახანგრძლივდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

 

„საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით (31.10.20). შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:

მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM); პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG); რიგა (ICAO-ს კოდი EVRA)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მანამდე საერთაშორისო რეგულარული ფრენების განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვის ბოლო ვადად 2020 წლის 30 სექტემბერი სახელდებოდა.

“იმედი”